ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მანჩესტერმა და ვესტ ჰემმა ჰარი მაგუაიერის ფასზე მოილაპარაკეს

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მანჩესტერმა და ვესტ ჰემმა ჰარი მაგუაიერის ფასზე მოილაპარაკეს
თარიღი 09 აგვ 2023, 13:24
„მანჩესტერ იუნაიტედმა" და „ვესტ ჰემმა" ჰარი მაგუაიერის ტრანსფერის თანხაზე მოილაპარაკეს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები 30 მილიონ ფუნტზე მორიგდნენ, რის შემდეგაც ინგლისელი მცველი „ვესტ ჰემს" მაქსიმალურად მიუახლოვდა.

ჯერჯერობით კლუბებს ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვთ გარკვეული დეტალები, ბონუსების სისტემა, ამ 30 მილიონის გადახდის სტრუქტურა და სხვა წვრილმანები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთავარ საკითხზე კლუბები უკვე შეთანხმებამდე მივიდნენ.

მაგუაიერის გარდა „ვესტ ჰემი" სკოტ მაკტომინეითაც ინტერესდება, მაგრამ ჯერჯერობით მასზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.