ავტორიზაცია

მანჩინი: "2022 წელს საომარ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, ყველასთვის ბნელი პერიოდია, ხალხი იტანჯება"

მანჩინი: "2022 წელს საომარ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, ყველასთვის ბნელი პერიოდია, ხალხი იტანჯება"
თარიღი 09 Mar 2022, 20:24

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

"ვითარება დრამატულია. როგორც წესი, სპორტი კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს. გასაგება, რომ სპორტი შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ რთულ პერიოდებს გავდივართ".

"ბევრი ადამიანი იტანჯება. ყველა ჩვენგანისთვის, თითოეულისთვის ბნელი დროა".

"ძნელი წარმოსადგენია, რომ 2022 წელს საომარ მოქმედებებზე ვსაუბრობთ. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ ყველას", - ციტირებს Sportface მანჩინის სიტყვებს, რომელსაც თავის დროზე სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" უმუშავია.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მე-14 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.