ავტორიზაცია

მანჩინი: "იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ საქმე დამატებით დრომდე არ უნდა მიგვეყვანა"

მანჩინი: "იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ საქმე დამატებით დრომდე არ უნდა მიგვეყვანა"
თარიღი 27 ივნ 2021, 02:29

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ავსტრიასთან (2:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ, რადგან ეს დავიმსახურეთ, მაგრამ კუთხურიდან გოლიც გავუშვით. ადრე თუ გვიან, უნდა გაგვეტანა".

"გულწრფელად ვამბობ, ორჯერ ადრე უნდა გაგვეტანა და საქმე დამატებით დრომდე არ მიგვეყვანა, რის გამოც დავიღალეთ, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

"შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა სწორი განწყობა აჩვენეს და უმალვე შეიტანეს მატჩში ცვლილებები. გამორჩეულად ითამაშეს".

"ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, ალბათ, იმაზე რთული, ვიდრე მეოთხედფინალში იქნება. მატჩებმა შეიძლება უხერხულად ჩაიაროს, მაგრამ კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Footall Italia.