ავტორიზაცია

მანე: "რა ვუთხარი სალაჰს აფრიკის თასის ფინალის შემდეგ?"

მანე: "რა ვუთხარი სალაჰს აფრიკის თასის ფინალის შემდეგ?"
თარიღი 08 თებ 2022, 12:05

„ლივერპულის“ და სენეგალის ნაკრების შემტევმა, სადიო მანემ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ანუგეშა თავისი თანაკლუბელი აფრიკის თასზე მისი დამარცხების შემდეგ.

კონტინენტური პირველობის გადამწყვეტ მატჩში ეგვიპტე და სენეგალი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ნულოვანი ფრის შემდეგ, გამარჯვებული მანეს ნაკრები პენალტების სერიაში გახდა.

„რა ვუთხარი სალაჰს ფინალის შემდეგ? ვუთხარი, რომ ის შესანიშნა ფეხბურთელად რჩება და მასთან ერთ კლუბში თამაში მსიამოვნებს. მას დიდ პატივს ვცემ, მომ ყველაფერი გაიღო თავისი ქვეყნისთვის.

სამწუხაროდ, მან ვერ მოიგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი დასრულებულია. ისიც ვუთხარი, რომ კიდევ ბევრი ტიტულის მოგება შეუძლია, მათ შორის - აფრიკის თასისაც 2023 წელს. მათ ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, ასე რომ შეიძლება ერთხელაც მოიგონ კიდეც.“ - აღნიშნა მანემ.