ავტორიზაცია

მარტინ ოდეგორი: "ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ნორვეგიის ნაკრებში სხვა მოთამაშეებიც არიან"

მარტინ ოდეგორი: "ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ნორვეგიის ნაკრებში სხვა მოთამაშეებიც არიან"
თარიღი 15 Oct 2023, 09:10
მარტინ ოდეგორმა ნორვეგიის ნაკრებში ერლინგ ჰოლანდის როლზე ისაუბრა.

”ნაკრებში მხოლოდ ჩვენ ორნი არ ვართ. მართალია, ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ არიან სხვა მოთამაშეებიც. 

მოედანზე თერთმეტი მოთამაშე ვართ, ყველანი ვცდილობთ გამარჯვებაში წვლილი შევიტანოთ.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ გუნდი განვითარდეს და თავის მიზნებს მიაღწიოს. “, - განაცხადა "არსენალის" ნორვეგიელმა ნახევარმცველმა.