ავტორიზაცია

მარტინესი: "ამბობენ, რომ ევრო საუკეთესო ტურნირია, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან არიან"

მარტინესი: "ამბობენ, რომ ევრო საუკეთესო ტურნირია, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან არიან"
თარიღი 18 ივლ 2021, 22:03

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა დიეგო მარადონას სახელობის სუპერთასის ეგიდით იტალიასთან მატჩის გამართვის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"პირადად მე ამას ვისურვებდი. ევროპის ჩემპიონი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის წინააღმდეგ - შესანიშნავი იქნებოდა".

"ფეხბურთელების კომენტარებს ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ევრო საუკეთესო ტურნირია, მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი, იმაზე, რომ საუკეთესო გუნდები ევროპაში ასპარეზობენ".

"და ამით ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან არიან", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Ole.