მარტინესი: "ყველა ჩუმდება, როცა სიტყვით მესი გამოდის, არგენტინის პრეზიდენტიც კი"
ემილიანო მარტინესის თქმით, არგენტინის პრეზიდენტიც კი ჩუმდება, როცა ლიონელ მესი სიტყვით გამოდის.
"ასტონ ვილასა" და არგენტინის ნაკრების მეკარემ 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალის წინ 34 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვით გამოსვლა გაიხსენა.
"სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო კოპა ამერიკა იქნებოდა და ბოლომდე დაიხარჯებოდა. ჟრუანტელმა დამიარა".
"ყველა ჩუმდება. ყველა, ვინც არ უნდა იყოს: მთავარი მწვრთნელი, არგენტინის პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს იქ. ისინი უბრალოდ ჩუმდებიან", - განუცხადა მარტინესმა Prime Video-ს.
მოგეხსენებათ, კოპა ამერიკის გასული გათამაშების გადამწყვეტ მატჩში "ალბისელესტემ" "მარაკანაზე" ბრაზილიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.