ავტორიზაცია

მბაპე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დასრულებამდე რეალში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს

მბაპე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დასრულებამდე რეალში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს
თარიღი 16 მარ 2024, 14:56
"პსჟ" თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეუთანხმდა, რომ მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპის დასრულებამდე მადრიდის "რეალში" გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. ამის შესახებ Sport.es იუწყება.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე გუნდი მსგავსი საკითხებით გადაიტვირთოს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ეტაპზე "პსჟ" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. 

პირველი მატჩი 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 16 აპრილს.