ავტორიზაცია

მბაპე: "იტალიაში მხოლოდ ერთ გუნდში ვითამაშებ"

მბაპე: "იტალიაში მხოლოდ ერთ გუნდში ვითამაშებ"
თარიღი 29 მაი 2024, 09:52
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ SkySport-თან ინტერვიუში იტალიურ ფეხბურთზე ისაუბრა.

"თუ როდისმე იტალიაში მოვხვდები, მხოლოდ მილანის მაისურით ვითამაშებ - ბავშვობაში როსონერის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ყველა თამაშს ვუყურებდი" - განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მომდევნო სეზონიდან კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.