ავტორიზაცია

მესი 2006 წლიდან დრიბლინგების მიხედვით ტოპ 5 ლიგის ლიდერია - არგენტინელს უახლოესი მდევარი თითქმის ორჯერ ჩამორჩება

მესი 2006 წლიდან დრიბლინგების მიხედვით ტოპ 5 ლიგის ლიდერია - არგენტინელს უახლოესი მდევარი თითქმის ორჯერ ჩამორჩება
თარიღი 21 ოქტ 2023, 11:04
ლიონელ მესიმ ევროპა დატოვა, თუმცა კიდევ დიდი ხნით ულიდერებს კონტინენტის წარმატებული დრიბლინგების რეიტინგს.

არგენტინელმა თავდამსხმელმა, რომელიც ივლისში ამერიკულ "ინტერ მაიამიში" გადავიდა, 2006/07 სეზონიდან მოყოლებული 2358 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა "ბარსელონასა" და "პსჟ"-ში - რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატისთვის მითითებულ პერიოდში. იუწყება Opta. 

მეორე ადგილზე რჩება ფეხბურთიდან ახლახანს წასული  ედენ აზარი (1285), ხოლო მესამე ადგილი "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს ფრანკ რიბერის (1061) ეკუთვნის.

დრიბლისტთა ტოპ ხუთეულში საუდის არაბეთში წასული ნეიმარიც (984) და ვილფრიდ ზაჰა (972) შედიან, მეექვსე ადგილზეა კრიშტიანუ რონალდუ 937 დრიბლინგით.