მესი: "მე-7 ოქროს ბურთი სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არა მგონია"
"პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების შანსები შეაფასა.
შეძლებთ მე-7 "ოქროს ბურთის" მოგებას? ვინ არის ახლა ფავორიტი?
"სიმართლე გითხრათ, არა მგონია. ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ის არის, რასაც ნაკრებთან ერთად მივაღწიე ("ალბისელესტემ" კოპა ამერიკა მოიგო - ავტ.). ამისათვის მრავალი წელი ვიბრძოდი, ეს ყველაფერზე უკეთესი იყო, რადაც არ უნდა ღირდეს".
"თუ "ოქროს ბურთს" მოვიგებ, ეს რაღაც ექსტრაორდინალური იქნება. მეშვიდე "ოქროს ბურთი" სიგიჟე იქნებოდა", - ციტირებს მესის სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინვიდუალური ჯილდო კარიერაში 6-ჯერ აქვს მოგებული, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.