ავტორიზაცია

"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის ფავორიტები ჩამოთვალა და არც რეალი და არც ბარსელონა არ დაასახელა

"სხვებსაც შეუძლიათ მოგება", - მესიმ ლიგის ფავორიტები ჩამოთვალა და არც რეალი და არც ბარსელონა არ დაასახელა
თარიღი 01 ნოე 2021, 19:09

„პსჟ-ს“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ აღიარა, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

რა მიზნები გაქვთ „პსჟ-ში“? თავს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მოიაზრებთ?

დიახ. როცა აქ გადმოვდიოდი, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. როგორც „ბარსელონაში“ გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ვთქვი, სანამ ვთამაშობ, ბოლო მომენტამდე შევეცდები ტიტულების მოგებას.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტე „პსჟ-ში“ გადმოსვლა - აქ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ზრდის, განვითარების და ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი აქვს, ამდენწლიანი მცდელობების შემდეგ. მეც იგივე მიზნები მაქვს და ამიტომაც ავირჩიე ეს კლუბი.

ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში სამი გოლი გაიტანეთ. ამ ტურნირის მოგება თქვენთვის დიდი მიზანია?

დიახ, ეს მნიშვნელოვანი მიზანია ჩემთვისაც და კლუბისთვისაც. „პსჟ“ დიდი ხანია ამ ტურნირის მოგებაზე ჩამოდის ფსონს და ამასთან ახლოსაც ყოფილა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ერთ-ერთი პრეტენდენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ყველა ჩვენ ფეხბურთელებზე ლაპარაკობს, მაგრამ არის სხვა კარგი გუნდებიც, რომლებიც მრავალი წელია ამ მიზანზე მუშაობენ, იმატებენ ფეხბურთელებს...

„მან სიტი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“ - ამ გუნდებსაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება. 

საუკეთესოები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, იმიტომ რომ ბევრი რამ დეტალებზე და გარემოებაზეა დამოკიდებული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“ - აღნიშნა მესიმ.