ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე ორი დღით ადრე, ლეო მესის მუხლი აწუხებს

„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ შემტევს ლეო მესის მარჯვენა მუხლის პრობლემები აქვს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, მესის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლუბის სამედიცინო პერსონალი აქტიურად აკვირდება.
გუშინ, 31 ოქტომბერს, არგენტინელმა ფიზიოთერაპევტთან ერთად განცალკევებით ივარჯიშა.
კლუბი იმედოვნებს, რომ მესი „ლაიპციგთან“ მატჩისთვის მზად იქნება, რომელიც ოთხშაბათს, 3 ნოემბერს გაიმართება.
ჯერჯერობით არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ მესი მატჩს გამოტოვებს. თუმცა, თუ ის საერთო ჯგუფში ხვალაც ვერ ივარჯიშებს, მისი მონაწილეობა უახლოეს შეხვედრაში პრაქტიკულად გამოირიცხება.
აქვე ისიც დასამატებელია, რომ ლიგა 1-ს ბოლო ტურში, „ლილთან“ მატჩში მესიმ მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი გაატარა, რის შემდეგაც შესაცვლელი გახდა და მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა.