ავტორიზაცია

მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი აირჩია - ეს არ არის ჯუდ ბელინგემი

მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი აირჩია - ეს არ არის ჯუდ ბელინგემი
თარიღი 04 ნოე 2023, 10:07
ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ თავისი სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, თუ ვის მისცა ხმა არგენტინელ ლიონელ მესიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის არჩევისას.

36 წლის ფორვარდმა პირველ ადგილზე მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბი ჯამალ მუსიალა დააყენა. მეორე ადგილზე კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი, ხოლო არგენტინელის ტოპ-3 დაასრულა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა დაიკავა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი მადრიდის "რეალში" გასულ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიადან" 103 მილიონ ევროდ გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში 20 წლის ინგლისელმა "ბლანკოსში" 13 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.