ავტორიზაცია

მესიმ ოქროს ბურთი სამჯერ "მოიპარა" - დაჯილდოვების მთავარი ძარცვები FourFourTwo-ს აზრით

მესიმ ოქროს ბურთი სამჯერ "მოიპარა" - დაჯილდოვების მთავარი ძარცვები FourFourTwo-ს აზრით
თარიღი 01 ნოე 2023, 12:55
გამოცემა FourFourTwo-ს აზრით, ლეო მესიმ შვიდი (ვიცით, რვა რომ აქვს, ბოლომდე წაიკითხეთ უბრალოდ - ავტ) ოქროს ბურთიდან სამი დაუმსახურბელად მოიგო.

ბრიტანულმა ჟურნალმა ოქროს ბურთის 10 მთავარი „ძარცვა“ დაასახელა. არგენტინელი ამ ათიდან ყველაზე მეტ, სამ შემთხვევაშია ნახსენები.

1. რობერტ ლევანდოვსკის ლეო მესის ნაცვლად პრიზი 2021-ში უნდა მოეგო, ისევე როგორც 2020-ში, როცა დაჯილდოვება არ ჩატარდა.

2. ტიერი ანრი ოქროს ბურთს 2003-ში პაველ ნედვედზე მეტად იმსახურებდა, 2004-ში კი - ანდრეი შევჩენკოზე.

3. უესლი სნეიდერმა 2010-ში ლეო მესისთან დაუმსახურებლად წააგო

4. კრიშტიანუ რონალდუ 2013-ში ფრენკ რიბერისთან უნდა დამარცხებულიყო

5. მესიმ 2019-ში ვან დეიკს დაუმსახურელად აჯობა

6. რონალდუ, სალაჰი და გრიზმანი ლუკა მოდრიჩზე მეტად იმსახურებდნენ 2018-ში ამ პრიზის მოგებას

7. ალფრედო დი სტეგანოს 1956-ში სტენლი მეთიუზისთვის უნდა ეჯობა.

8. მაიკლ ოუენის კუთვნილი 2001 წლის ოქროს ბურთი ან ოლივერ კანს ან რაულს უნდა მოეგოთ.

10. ფაბიო კანავაროზე მეტად პრიზს 2006-ში ჯიჯი ბუფონი იმსახურებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეიტინგი გასულ ორშაბათს ჩატარებულ ცერემონიამდე გამოქვეყნდა, ამიტომ შევიდოდა თუ არა ეს ოქროს ბურთი ამ სიაში - უცნობია.