ავტორიზაცია

მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა - ექიმების განაჩენი ცნობილია

მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა - ექიმების განაჩენი ცნობილია
თარიღი 22 სექ 2023, 11:45
"ინტერ მაიამის" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. 

როგორც ESPN-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ვარსკვლავი არგენტინელი თავდამსხმელის ტრავმა არ დაუდგინდა.

ამრიგად, დიდი შანსია, რომ 36 წლის ფორვარდი თანაგუნდელებს აშშ-ის ღია თასის ფინალში "ჰიუსტონ დინამოს" წინააღმდეგ დაეხმარება. ეს შეხვედრა 28 სექტემბრს გაიმართება.

"ინტერ მაიამის" შემადგენლობაში ლიონელმა 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.