მესის 2023 წლის ზაფხულისთვის სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს — MARCA
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი 2023 წლის ზაფხულიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს თამაშს.
ასე და ამგვარად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ MLS-ში გადავა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, 34 წლის ფორვარდი "ინტერ მაიამიში" გადასვლას და კლუბის აქციათა 35%-ის ყიდვას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ამ კლუბის თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბექჰემს 2023/24 წლების სეზონისთვის თავის გუნდში მესის, ლუის სუარესის, სერხიო ბუსკეტსისა და ხორდი ალბას გადაბირება უნდა.