ავტორიზაცია

მეცს მიქაუტაძის დაბრუნება სურს - ამ საკითხზე აიაქსის პოზიცია ცნობილია

მეცს მიქაუტაძის დაბრუნება სურს - ამ საკითხზე აიაქსის პოზიცია ცნობილია
თარიღი 03 ნოე 2023, 13:44
გიორგი მიქაუტაძე ზამთრის სატრქნაფერო ფანჯარაში შესაძლოა "მეცში" დაბრუნდეს. 

L’Equipe-ს ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშერი იტყობინება, რომ ფრანგულ კლუბში ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსმა" ზაფხულში 16 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ წყაროს თანახმად, ქართველი ფორვარდი ნიდერლანდური გრანდის გეგმებში არ შედის და ამსტერდამელებს მისი გაყიდვა სურთ. 

წყაროს ცნობით, "აიაქსში" იმედოვნებენ, რომ მიქაუტაძით სხვა ფრანგული კლუბებიც დაინტერესდებიან.