ავტორიზაცია

"მინდა გაცნობოთ, რომ გადაწყვეტილება მივიღე", - დანი ალვეში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"მინდა გაცნობოთ, რომ გადაწყვეტილება მივიღე", - დანი ალვეში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 25 Sep 2021, 12:04

"ბარსელონასა" და "იუვენტუსის" ექს-მცველმა, დანი ალვეშმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე არცერთ კლუბში არ აპირებს თამაშს.

მოგეხსენებათ, 38 წლის ბრაზილიელმა აქამდე "სან პაულუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. გუნდში იგი 2019 წლიდან ირიცხებოდა.

"მინდა გაცნობოთ, რომ გადაწყვეტილება მივიღე და წლის ბოლომდე არცერთ კლუბთან არ გავაფორმებ კონტრაქტს. ბრაზილიაში იმისათვის მოვედი, რათა ბავშვობის ოცნება ამეხდინა და ეს გავაკეთე".

"გახდე ჩემპიონი კლუბთან, რომელიც შენს გულშია, უბრალოდ ფასდაუდებელია. საქმე არა ფულს, არამედ ღირებულებებს, ღირსებას, ხასიათს, მემკვიდრეობას ეხება".

"რთული გადაწყვეტილებების მიღება სააჭირო, მაგრამ ცხოვრებაში ადვილი არაფერია. ეს მორიგი გადაწყვეტილებაა".

"მადლობა ყველას ჩემდამი ინტერესის გამო. მინდა ეს თავი ჩემს ცხოვრებაში ყველანაირი ჩარევის გარეშე დავხურო. ვიცი, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ერთია - აქ ოცნებისთვის მოვედი და ის ახდა. მადლობა", - წერს ალვეში სოციალურ ქსელში.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ვეტერან ფეხბურთელს 4 წინადადება ჰქონდა. იგი კარიერის გაგრძელებას 2022 წელს აპირებს.