ავტორიზაცია

"მინდა, გიჟური იდეების მჯეროდეს", - მანემ მუნდიალის ტიტულსა და ოქროს ბურთს შორის არჩევანი გააკეთა

"მინდა, გიჟური იდეების მჯეროდეს", - მანემ მუნდიალის ტიტულსა და ოქროს ბურთს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 13 მარ 2022, 13:10

"ლივერპულის" სენეგალელმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულსა და "ოქროს ბურთს" შორის არჩევანი გააკეთა.

"ჩემი ახალი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა (აფრიკის თასის მოგების შემდეგ). ჯერ იქ უნდა გააღწიო, მაგრამ მინდა გიჟური იდეების მჯეროდეს და სენეგალთან ერთად მუნდიალის ტიტულის დასაკუთრება ერთ-ერთი მათგანია".

"თუ ამას შევძლებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ფეხბურთელების დონეს მივაღწევ, რომლებიც ყოველ წელს "ოქროს ბურთისთვის" იბრძვიან", - თქვა "ლივერპულის" შემტევმა L’Équipe-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 29 წლის აფრიკელი მერსისაიდული კლუბის ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს.

მიმდინარე სეზონში მანემ ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.