მინოლე: "პსჟ-სთან მატჩში ბევრი საქმე არ მქონია, 2-3 სეივი განვახორციელე, თუმცა არც ისე რთული"
"ბრიუგეს" მეკარემ, სიმონ მინოლემ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (1:1) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ცოტა სამუშაო ჰქონდა.
მოგეხსენებათ, პარიზელებმა მოწინააღმდეგის კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს.
"ბევრი საქმე ნამდვილად არ მქონია. ერთად ძალიან კარგად ვითამაშეთ, "პსჟ"-ს შემტევებს წარმოუდგენელ შანსებს არ ვაძლევდით", - ციტირებს უეფას პრესსამსახური მინოლეს სიტყვებს.
"ვცდილობდით თავი გუნდურად დაგვეცვა, რათა მათთვის სივრცეები არ დაგვეტოვებინა. 2-3 სეივი განვახორციელე, თუმცა არც ისე რთული", - დასძინა ბელგიელმა კიპერმა.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის", "ლაიფციგი" კი "ბრიუგეს" დაუპირისპირდება, ორივე მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.