ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚 მიქაუტაძე და აიაქსი: ქართველის აგენტი ნიდერლანდებშია, შეხვედრები შეიძლება დაჩქარდეს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚 მიქაუტაძე და აიაქსი: ქართველის აგენტი ნიდერლანდებშია, შეხვედრები შეიძლება დაჩქარდეს
თარიღი 27 აგვ 2023, 17:36
გუშინ, De Telegraaf-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აიაქსი" "მეცის" ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინტერესდება და ნიდრრლანდულმა მხარემ ფეხბურთელის წარმომადგენლებთან კონტაქტი დაამყარა.

ამჟარად, VI.NL-ს წყაროები უდასტურებენ, რომ მოლაპარაკებები გუნდებსა და ფეხბურთელის მხარეს შორის აქტიურად მიმდინარეობს. 

წყაროს ცნობით, მიქაუტაძის აგენტი უკვე ნიდერლანდებშია და შეხვედრები შეიძლება დაჩქარდეს.

ამსტერდამელი გუნდი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ტიაგო ალმადასგან "ატლანტა იუნაიტედიდან".