მიქაუტაძისთვის ბრძოლიდან ლაციოს შემდეგ ბარნლიც გამოვიდა - ინგლისურმა კლუბმა შვეიცარიელი ფორვარდის ტრანსფერი შეათანხმა

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი ევროპული გუნდი იჩენდა.
თუმცა, ამ ეტაპზე ქართველისთვის ბრძოლას ორი გუნდი გამოეთიშა. უკვე ცნობილია, რომ რომის "ლაციომ" ესპანური "ჟირონას" ვალენტინ კასტელანოსის ტრანსფერი შეათანხმა.
ავტორიტეტული ჟურნისტის სანტი აუნას ინფორმაციით, ჟორჟის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა "ბარნლიმ" რომელიც 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს იხდიდა და "მეცმა" მათი შეთავაზება უარყო, "ბაზელის" შვეიცარიელი ფორვარდის ზეკი ამდუნის ტრანსფერი შეათანხმა.
ამრიგად, მიქაუტაძეს ორი მსურველი გამოაკლდა, თუმცა მისი დამატებით კსხვა გუნდებიც ინტერესდებიან მათ შორის: "რომა", და "მილანი".