"მის გარეშე გუნდი უშანსოდ იქნებოდა" - უკრაინულმა მედიამ სიჭინავა შეაქო
ინჰულეცის 26 წლის თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ua-football.com მიიჩნევს, რომ ქართველი ფორვარდის გარეშე პეტროველები პრემიერ ლიგიდან გავარდნისთვის განწირულნი იქნებოდნენ.
"ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 4 გუნდს აქვს საშიშროება, გავარდეს, მაგრამ პეტროველებს ამის საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრებათ, რაშიც ნიკა სიჭინავას როლი უდიდესია. უშუალო კონკურენტ ოლიმპიკთან ქართველმა გაიბრწყინა: ჯერ სხვას გაატანინა, შემდეგ კი თავად ეფექტურად გაიტანა," - წერს უკრაინული გამოცემა.
უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურში ინჰულეცმა დონეცკის ოლიმპიკი 3-0 დაამარცხა. სიჭინავამ საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლი გაიტანა.
24 ტურის შემდეგ ინჰულეცი უკრაინის ჩემპიონატში 23 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?
"გოლის აღნიშვნა 3 სტილში" - სერაინი მიქაუტაძის გოლს ეხმაურება