"მისი ეპოქა დასრულდა, ამ მიდგომას დავიცავ", - ფენერბაჰჩეს ახალმა მწვრთნელმა ოზილს კარი დაუხურა
"ფენერბაჰჩეს" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში გუნდის ნახევარმცველის, მესუთ ოზილის მოედანზე შეშვებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, 33 წლის გერმანელი გუნდის თავკაცის ვალდებულებების შემსრულებელ ისმაილ კარტალთან კონფლიქტის გამო გუნდიდან მოკვეთეს. სტამბულელთა რიგებში მან ბოლო მატჩი 20 მარტს ჩაატარა.
"თავისი დრო ჰქონდა, თურქეთში ბრწყინვალე ისტორია დაწერა და მესუთს ამას არავინ წაართმევს".
"მთელი მსოფლიოსთვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ ოზილის ეპოქა დასრულდა და ამ მიდგომას დავიცავ".
"ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი ჟეზუში, ფეხბურთელი ოზილი ან რომელიმე სხვა არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი "ფენერბაჰჩეა", ჩემი იდეები და შემადგენლობის შერჩევა ამაზე იქნება დაფუძნებული", - ციტირებს ჟეზუშის სიტყვებს Daily Mail-ი.