ავტორიზაცია

ფენერბაჰჩეს შემადგენლობიდან მოკვეთილი ოზილი: "პირველი 6 თვე ხელფასსაც კი არ ვიღებდი"

ფენერბაჰჩეს შემადგენლობიდან მოკვეთილი ოზილი: "პირველი 6 თვე ხელფასსაც კი არ ვიღებდი"
თარიღი 03 Jun 2022, 11:10

"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველი, მესუთ ოზილი კარიერის დასრულებას სტამბულელთა რიგებში გეგმავს.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანელი ნახევარმცველი მწვრთნელთან კონფლიქტის გამო შემადგენლობიდან მოკვეთეს. თურქული გუნდის მაისურით მან ბოლო მატჩი 20 მარტს ჩაატარა.

"ცოტა ხნის წინ მომიწია განცხადების გაკეთება ჩემს კარიერასთან დაკავშირებული ბრალდებების თაობაზე. დასახულ მიზნებს მივაღწიე, 3,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე "ფენერბაჰჩესთან", ჩემი ბავშვობის სიყვარულთან და პირველი ექვსი თვე ხელფასსაც კი არ ვიღებდი".

"ხაზს ვუსვამ: "ფენერბაჰჩეს" გარდა, სხვა გუნდში კარიერას არ დავასრულებ. ერთადერთი მიზანი ჩვენი კლუბის მაისურის ტარებაა, სანამ კონტრაქტი ამომეწურება. ეს გადაწყვეტილება მკაფიო და საბოლოოა".

"პროფესიონალური ცხოვრების მოთხოვნების შესაბამისად, თუ ჩვენი ხელმძღვანელობა ჩემს შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, პატივს ვცემ. თავდაუზოგავად ვიმუშავებ და ყოველთვის მზად ვიქნები. როგორც ვამბობ ხოლმე, მთავარი "ფენერბაჰჩეა", - წერს ოზილი სოციალურ ქსელში.