ავტორიზაცია

"მიყვარხართ ქართველებო" — დვალიშვილი ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ

"მიყვარხართ ქართველებო" — დვალიშვილი ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ
თარიღი 19 Jan 2025, 10:03
UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების და საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! ბრძოლამდე 6 კვირით ადრე ტრავმა მქონდა, მაგრამ UFC-ის დავჭირდი და უკან არ დამიხევია. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი კემპი ვერ გავიარე, დღეს თავს ოქტაგონზე კარგად ვგრძნობდი და გავიმარჯვე."

"კარიერის დასაწყისში ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო, თუმცა, საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა და სწორედ ეს არის მთავარი. მთავარია საკუთარი თავის იწამო და ყველაფერს შეძლებ. დღეს ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვე და ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ, მიყვარხარ საქართველო!" — მერაბ დვალიშვილი.