მნიშვნელოვანი ქულა - გურამ კაშია პაოკთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ბრატისლავის სლოვანისა და პაოკის შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა სლოვანის ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, 8.0 შეფასებით. სამწუხაროდ, დედის გარდაცვალების გამო საქართველოში იმყოფება ჯაბა კანკავა და ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით სლოვანს 8 ქულა აქვს და ჯგუფში მე-2 პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვს პაოკსაც. ბოლო ტურში კოპენჰაგენის დამარცხების შემთხვევაში სლოვაკები ჯგუფიდან გავლენ.
გურამ კაშიაც და ჯაბა კანკავაც ვლადიმირ ვაისის ინიციატივით სლოვაკეთის ჩემპიონებს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდნენ.