ავტორიზაცია

მოდრიჩმა რონალდუსა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა

მოდრიჩმა რონალდუსა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 16 ივნ 2024, 11:06
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

როგორც Squawka იუწყება, 38 წლის ნახევარმცველი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსა და გერმანელი ლოთარ მათეუსის შემდეგ მხოლოდ მესამე მოთამაშე გახდა, რომლებმაც ცხრა სხვადასხვა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. 

ზლატკო დალიჩის შეგირდები ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით (0:3) დამარცხდნენ.