მოლაპარაკებები დასრულებულია, ხავი ბარსაში ინიშნება — კომპენსაციას მწვრთნელი და კლუბი თანაბრად გადაიხდიან
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა და ხავი ერნანდესი "ალ სადისთვის" გადასახდელ კომპენსაციას თანაბრად დაფარავენ.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 41 წლის სპეციალისტის "ბარსაში" წასვლის შემდეგ ყატარული კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მსგავსად, მწვრთნელიც 2,5 მილიონს გადაიხდის.
"ალ სადთან" მოლაპარაკებები დასრულებულია. "ბლაუგრანა" ხავის დანიშვნას ძალიან მალე დაადასტურებს.
ესპანელი დღეს "ალ სადის" ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს დაემშვიდობა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
მოგეხსენებათ, "ალ სადმა" აქამდე დაადასტურა, რომ ხავი "ბარსელონას" ჩაიბარებს, კატალონიელები კი 5 მილიონს გადაიხდიან. მოგვიანებით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ეს განცხადება უარყვეს.
შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპენსაციას მთლიანად ხავი დაფარავდა.