ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია — ბარსელონა ჩინეთის ჩემპიონატიდან 30 წლის თავდამსხმელს იმატებს?

მოლაპარაკებები დაწყებულია — ბარსელონა ჩინეთის ჩემპიონატიდან 30 წლის თავდამსხმელს იმატებს?
თარიღი 06 Nov 2021, 17:57

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ბეიცზინ გოანის" თავდამსხმელ სედრიკ ბაკამბუს დამატებით ინტერესდება.

კატალონიურ გრანდს შეტევის ხაზის გაძლიერება უნდა, რადგან სერხიო აგუერო გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მინიმუმ 3 თვეს იუქმებს.

"ბარსა" 30 წლის კონგოელს უკვე დაუკავშირდა, რომელსაც ჩინურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 1 იანვარს ეწურება. ასე და ამგვარად, ბაკამბუ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" შესაძლოა უფასოდ შეუერთდეს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იტყობინება, აღნიშნული ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

გასულ ზაფხულს "ბარსა" უკვე ცდილობდა ბაკამბუს ხელში ჩაგდებას, მაგრამ "ბეიცზინ გოანის" ფინანსური მოთხოვნები მაღალი იყო. აგრეთვე, "ბარსა" მის გადაბირებას 2019/20 წლების სეზონში ლუის სუარესის შემცვლელადაც ცდილობდა.

ბაკამბუ "ვილიარეალის" ღირსებას 2015 წლიდან 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ კი ჩინურ კლუბში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში კონგოელმა ფორვარდმა ჩინეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.