ავტორიზაცია

მონცა სერია A-ს პირველი დებიუტანტია ბოლო 21 წლის განმავლობაში, რომელმაც 50 ქულა დააგროვა

მონცა სერია A-ს პირველი დებიუტანტია ბოლო 21 წლის განმავლობაში, რომელმაც 50 ქულა დააგროვა
თარიღი 20 მაი 2023, 11:16
"მონცას" სერია A-ში შთამბეჭდავ სეზონს ატარებს.

პარასკევს, "მონცამ" 36-ე ტურის მატჩში "სასუოლო" (2:1) დაამარცხა.

"მონცას" ახლა 52 ქულა აქვს, რითიც 70 წლის განმავლობაში მხოლოდ მესამე სერია A-ს დებიუტანტია, რომელმაც 50 ქულა ან მეტი მოაგროვა, აღნიშნა Opta-მ.

პირველი ასეთი გუნდი 1990/91 წლების სეზონის "პარმა" (51 ქულა) იყო. მეორე ასეთი შემთხვევა "კიევომ" 2001/02 წლების სეზონში (54 ქულა) დააფიქსირა.

"მონცა" ამჟამად იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.