მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს - ოლიმპიადაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
ოლიმპიადაზე ფეხბურთში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და შედეგად, ნახევარფინალის წყვილებიც გაირკვა.
პირველ ¼-ფინალში ესპანეთის ნაკრები კოტდიუვარს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, თუმცა ექსტრა-ტაიმში ესპანელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
ესპანეთის მეტოქე იაპონია იქნება, რომელმაც პენალტების სერიაში ახალი ზელანდიის ოლიმპიური ნაკრები დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.
მესამე ¼-ფინალში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრაზილიამ ეგვიპტეს 1:0 მოუგო, მატჩის ერთადერთი გოლი მატეუს კუნიამ 37-ე წუთზე გაიტანა.
ბრაზილიის მეტოქე კი მექსიკა იქნება, რომელმაც ბოლო ¼-ფინალში სამხრეთ კორეას უხვგოლიან შეხევდრაში 6:3 მოუგო და ნახევარფინალური საგზური გაინაღდა.
ამრიგად, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ესპანეთი - იაპონია
ბრაზილია - მექსიკა
ორივე მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება.