ავტორიზაცია

"მსოფლიო იტანჯება ამ სიტუაციისგან და ჩვენ მათ უნდა ვეთამაშოთ? "- პიანიჩი რუსეთთან მატჩზე

"მსოფლიო იტანჯება ამ სიტუაციისგან და ჩვენ მათ უნდა ვეთამაშოთ? "- პიანიჩი რუსეთთან მატჩზე
თარიღი 13 Sep 2022, 17:53

როგორც უკვე იცით, მირალემ პიანიჩი პირველი ბოსნია ჰერცეგოვინელი ფეხბურთელი იყო, ვინც რუსეთის ნაკრებთან თამაში გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება.

პიანიჩმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ თქვა უარი რუსეთთან ნაკრებთან დაპირისპირებაზე.

"ეროვნული ნაკრების სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ არის რუსეთთან თამაშის შესაძლებლობა. მე ვუპასუხე, რომ ამ მომენტში მათთან თამაშს აზრი არ აქვს. FIFA-მ და UEFA-მ მათ შეუჩერა ასპარეზობის უფლება.

მთელი მსოფლიო იტანჯება ამ სიტუაციისგან და ჩვენ უნდა ვეთამაშოთ პირველებმა? მოდით, ცუდ შთაბეჭდილებას ნუ დავტოვებთ. მე პირადად რუსი ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ ყველა გადაწყვეტს, რომ უარი თქვას მათთან თამაშზე, მასინ ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ ",- თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ბოსნიას შორის ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს, 19 ნოემბერს იყო ჩანიშნული.