ავტორიზაცია

მსოფლიოს შემდეგ მარკუს რაშფორდი საოცრად შედეგიანია

მსოფლიოს შემდეგ მარკუს რაშფორდი საოცრად შედეგიანია
თარიღი 16 მარ 2023, 23:45
ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბეტისს“ სტუმრად 1:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში 5:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა, ისევე, რომელმაც თავის გამოჩენა ერთი კვირის წინაც მოახერხა.

ჯამში, რაშფორდს ამ სეზონის 42 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

განსაკუთრებით შედეგიანი ინგლისელი მუნდიალის შემდეგ არის. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რაშფორდმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლი გაიტანა.