ავტორიზაცია

მთავარ მწვრთნელმა უეინ რუნიმ ვარჯიშზე საკუთარი ფეხბურთელი დაამტვრია, მას შესაძლოა სამ თვემდე გაუცდეს

მთავარ მწვრთნელმა უეინ რუნიმ ვარჯიშზე საკუთარი ფეხბურთელი დაამტვრია, მას შესაძლოა სამ თვემდე გაუცდეს
თარიღი 27 Jul 2021, 23:26

„დერბის“ მთავარ მწვრთნელ უეინ რუნის არამარტო პირადი სახის პრობლემები აქვს.

The Guardian-ის ინფორმაციით, თავისი გუნდის ვარჯიშზე, რუნიმ 20 წლის ნახევარმცველის, ჯეისონ ნაიტის წინააღმდეგ უხეში ვარდნა განახორციელა, რომელიც გასულ სეზონში გუნდის კაპიტნის სამკლაურს ატარებდა და „დერბის“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრება.

ამ შეტაკების შედეგად, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა 3 თვემდე გაუცდეს.

ვარჯიშში მონაწილეობა მწვრთნელმა რუნიმ არასაკმარისი რაოდენობის ფეხბურთელების გამო მიიღო. „დერბის“ კონტრაქტით მხოლოდ 9 ფეხბურთელი ჰყავს დარჩენილი, 2 მათგანი - მეკარეა. დანარჩენებმა გუნდი გაურკვევლობის გამო დატოვეს.

„დერბის“ ფინანსური პრობლემების გამო სატრანსფერო ბანი ადებს. გუნდს ნება დართეს დაიმატოს მხოლოდ თავისუფალი აგენტები, მკაცრი სახელფასო შეზღუდვით და ასევე, მათ ფეხბურთელების ნახევარი სეზონით იჯარით აყვანა შეუძლიათ.