მუხლი სრულად მოირჩინა - ტაბიძე მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჯემალ ტაბიძემ მუხლზე რეაბილიტაცია წარმატებით დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი შუასასეზონო შეკრებას გაივლის და ამის შემდეგ მე-2 წრის დაწყებისთვის უკვე მზად იქნება, ჩაებას რუსული უფას მატჩებში.
ჯემალ ტაბიძემ მუხლზე ოპერაცია აპრილში გაიკეთა, რის შემდეგაც ვერ ახერხებდა თამაშს.
საქართველოს ნაკრების მცველს რუსულ უფასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.