მუნდიალზე გამშვები კლუბებისთვის კომპენსაცია საგრძნობლად მოიმატებს
კლუბებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ფეხბურთელებს გაუშვებენ, კომპენსაცია გაეზრდებათ.
ფიფამ და ევროპული კლუბების ასოციაციამ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მოქმედებაც 2030 წლის 31 დეკემბრამდეა გათვალისწინებული.
კლუბებს შორის, რომლებიც ფეხბურთელებს 2026 და 2030 წლების მუნდიალებზე გაუშვებენ, ახალი შეთანხმების თანამად, განაწილებული იქნება არა 209 მილიონი, როგორც ბოლო ორ ტურნირზე იყო, არამედ 355 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი გარკვეულწილად იცვლება, მასში მონაწილეობას 32-ს ნაცვლად 48 გუნდი მიიღებს.