ნაგელსმანი: "ყვირილი არ არის საჭირო, როცა გუნდი ბოხუმის გასახდელში ზის და შესვენებამდე 4 გოლი გაუშვა"
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ბოხუმთან" (2:4) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
– შესვენებაზე ფეხბურთელებს უყვირეთ, თუ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა?
"მწვრთნელს ყვირილი არ სჭირდება, როცა გუნდი "ბოხუმის" გასახდელში ზის და შესვენებამდე 4 გოლი გაუშვა. ამ დონის ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არასაკმარისია".
– რატომ ათამაშეთ მე-6 ნომრის პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (ჯოშუა კიმიხი) და არ დააყენეთ სასტარტოში ტოლისო?
"შემტევი ფეხბურთელის გაწირვა არ მინდოდა. თადარიგში კომანის, გნაბრის, ლევანდოვსკის, მიულერის ან სანეს დატოვება მომიწევდა, ოთხმცველიანი ტაქტიკა რომ ამერჩია. ამიტომაც, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.