ნაგელსმანი ზულეს შესახებ: "სამწუხაროა, რომ მიდის, მაგრამ 30 ივნისამდე მას ხელფასს ბაიერნი გადაუხდის"
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მიუნხენელთა მცველის, ნიკლას ზულეს წასვლაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, 26 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერს" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და "დორტმუნდში" გადავა.
"ზულეს წასვლა სამწუხაროა, რადგან მასთან მუშაობა ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების კრიტიკის მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ "ბაიერნში" აღარ უნდა ითამაშოს".
"მაგრამ 30 ივნისამდე ფეხბურთელს ხელფასს ჩვენ გადავუხდით. გარკვეული თვისებები აქვს და ეს თვისებები მოედანზე ჩვენთვის უნდა გამოიყენოს".
"ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. ხან ჩვენ ვიმატებთ ფეხბურთელს უსასყიდლოდ, ხან ჩვენ ვკარგავთ მას უფასოდ", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.