ავტორიზაცია

ზუსტი თანხაც ცნობილია — გაირკვა, თუ რამხელა ხელფასს ითხოვდა ზულე ბაიერნისგან

ზუსტი თანხაც ცნობილია — გაირკვა, თუ რამხელა ხელფასს ითხოვდა ზულე ბაიერნისგან
თარიღი 10 Feb 2022, 16:23

ცნობილი გახდა "ბაიერნიდან" მცველ ნიკლას ზულეს წასვლის მიზეზები, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "დორტმუნდში" გადავა.

როგორც გამოცემა Kicker-ი იტყობინება, ფეხბურთელს უნდოდა, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, მიუნხენურ გრანდს მისთვის წლიური ხელფასის სახით ამჟამინდელზე ორჯერ მეტი გადაეხადა - 16 მილიონი ევრო. "რეკორდმაისტერმა" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება უმალვე იუარა.

კლუბის პოზიცია ფეხბურთელმა უპატივცემულობად აღიქვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ბაიერნი" დათმობაზე მაინც არ წავიდა.

როგორც აქამდე დაიწერა, "დორტმუნდში" ზულეს წლიური ანაზრაურება 10 მილიონი იქნება.

ამასთანავე, იწერება, რომ საშობაო შვებულებიდან ზულე ჭარბი წონით დაბრუნდა. იგი 104 კგ-ს იწონდა, როცა მისთვის მაქსიმალური ზღვარი 100 კგ-ზე ნაკლებია. ამან "ბაიერნი" მისი საქმისადმი დამოკიდებულებაში დააეჭვა. გერმანელი მიუნხენში 2017 წელს გადავიდა და თავიდანვე წონის პრობლემები ჰქონდა.