ზულემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ბაიერნიდან დორტმუნდში გადასვლა
"ბაიერნის" მცველმა, ნიკლას ზულემ, რომელიც ზაფხულში "დორტმუნდში" გადავა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა.
"ბოლო რამდენიმე დღისა და კვირის მანძილზე ბევრი საუბარი და სპეკულაცია იყო იმაზე, თუ რისი გაკეთება მინდა და რატომ".
"დორტმუნდში" თამაში რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე. იმ მომენტიდან, როცა პირველად დამიკავშირდნენ, ვიგრძენი, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ჩემთან მუშაობა ძალიან უნდა".
"ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ, მიხაელ ცორკმა, სებასტიან კელმა და მარკო როზემ მომცეს წარმოდგენა იმ როლზე, რომლის შესრულებაც "დორტმუნდში" შემეძლება".
"ისეთი განცდა მქონდა, რომ გუნდს ვჭირდები, როგორც ადამიანი და ფეხბურთი. მოხიბლული ვიყავი იმით, თუ როგორ ცდილობდნენ ჩემს ხელში ჩაგდებას, ამიტომაც სწრაფად მივხვდი, სად ვითამაშებ მომავალში", - განუცხადა ზულემ Bild-ს.