აგენტი ზულეს დორტმუნდში გადასვლაზე: "სხვა ვარიანტებიც იყო, უფრო მაღალი ხელფასით"
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, ნიკლას ზულეს აგენტმა, ფოლკერ შტრუტმა თავისი კლიენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 26 წლის გერმანელი ზაფხულში "რეკორდმაისტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და უფასოდ "დორტმუნდს" შეუერთდება.
"ნიკლასს სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, მათ შორის უფრო მაღალი ხელფასით", - ციტირებს შტრუტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
"დორტმუნდთან" პირველი კონტაქტის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღო. ამ საკითხში მისმა სიმტკიცემ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა", - დასძინა აგენტმა.
ზულე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბორუსიელებთან 2026 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტს გააფორმებს.
"დორტმუნდში" ნიკლასი წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამჟამად "ბაიერნში" მისი ანაზღაურება 6 მილიონს შეადგენს.