ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ნაპოლიში ტრანსფერი ჩაიშალა - გაბრი ვეიგა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ნაპოლიში ტრანსფერი ჩაიშალა - გაბრი ვეიგა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 24 აგვ 2023, 06:03
"ვიგოს სელტას" ნახევარმცველი გაბრი ვეიგა კარიერას "ალ-აჰლიში" გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელი იტალიურ "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. როგორც ინსაიდერმა ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფეხბურთელი "ალ-აჰლიში" გადავა. 

"სელტა" უკვე დათანხმდა საუდის არაბეთის კლუბის წინადადებას და ამასთან ერთად, თავად ფეხბურთელიც დათანხმდა კონტრაქტის პირად პირობებს.

გაბრი ვეიგამ ლა ლიგაში 50 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.