ნასერ ალ-ხელაიფი: "სუპერლიგა მოკვდა მანამ, სანამ გამოცხადდებოდა"

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა სუპერლიგის პროექტზე ისაუბრა.
თავდაპირველად სუპერლიგის მონაწილე 12 კლუბი გახდა. გულშემატკივრების ძლიერი უკმაყოფილების ფონზე 9 მათგანი სწრაფად გამოეყო პროექტს.
"იუვენტუსმა" ცოტა ხნის წინ დატოვა სუპერლიგა და ამ ეტაპზე მხოლოდ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" არიან პროექტის ნაწილი.
„ამ იდეას მე ვუწოდებ არასუპერ ლიგას. ფაქტია, ჩვენ ისე ვართ გაერთიანებულები, როგორც არასდროს. უნდოდათ ჩვენი დაშორება, მაგრამ პირიქით მოხდა.
ახლა ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რევოლუციურ შედეგებს. უეფამ დიდი სამუშაო გასწია სუპერ ლიგის შეჩერებით. ალექსანდრე ჩეფერინის წვლილი აქ დასაფასებელია.
ჩვენ გვინდა განვითარება, მაგრამ ამისთვის სუპერლიგის შექმნა სასაცილოა. იგი გარდაიცვალა მანამ, სანამ გამოაცხადებდნენ. “, - უთხრა ალ-ხელაიფიმ Meczyki-ს.

temo
ტოპ კომენტარი
0
30 Sep 2023, 22:48
"სუპერლიგა მოკვდა მანამ, სანამ გამოცხადდებოდა"-ქართულად ეს ასე ჟღერს: "სუპერლიგა" მკვდრად შობილი დაიბადაო"