ნიდერლანდების და სპარტაკის ფეხბურთელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი
ნიდერლანდების ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის“ ფორვარდი, კვინსი პრომესი, ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.
De Telegraaf-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მოიპოვეს ფეხბურთელის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი, რომელშიც ის მკვლელობის მცდელობაზე საუბრობს. ეს ჩანაწერები პოლიციამ მას შემდეგ აღოაჩინა, რაც ნარკოტიკებით ვაჭრობის თაობაზე გამოძიება წამოიწყო.
გამოძიების მტკივცებულებით, პრომესი 4 ტონა კოკაინის შეძენაშია გარეული, რომლის საერთო ღირებულებაც 120 მილიონ ევროს შეადგენს. პოლიცია მზად არის პრომესი დააკავოს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს, რადგან ფეხბურთელი მოსკოვში იმყოფება.
აქამდე, პრომესს ბრალი მკვლელობის მცდელობასა და ცივი იარაღით ჭრილობების მიყენებაში დაედო. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ამ მუხლით პრომესს ეკუთვნის - თავისუფლების 4 წლით აღკვეთაა.