ავტორიზაცია

ნიდერლანდების ნაკრებში რონალდ კუმანი ბრუნდება?

ნიდერლანდების ნაკრებში რონალდ კუმანი ბრუნდება?
თარიღი 10 დეკ 2022, 16:43
გავცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების ახალი მწვრთნელი 2023 წლის იანვრიდან იქნება. 

ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ლუის ვან გაალმა საბოლოოდ უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე, რაც მან გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოვარდნის შემდეგ დაადასტურა.

ის ფაქტი, რომ სწორედ კუმანი გახდება ნიდერლანდების ნაკრების ახალი მწვრთნელი, ცნობილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გახდა. შეგახსენებთ, რომ კუმანი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სანამ 2020 წლის ზაფხულში "ბარსელონაში" წავიდოდა.

რაც შეეხება ვან გაალს, ადრე გავრცელდა ხმები ბელგიის ნაკრებიდან მისი კანდიდატურის ინტერესის შესახებ. 71 წლის ლუის ჯერ არ გამოუცხადებია სამწვრთნელო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება და არ გამორიცხა, რომ "წითელ ეშმაკებს" უხელმძღვანელოს.