ავტორიზაცია

ნიდერლანდული მედია: აიაქსი მორის სტეინს გაათავისუფლებს

ნიდერლანდული მედია: აიაქსი მორის სტეინს გაათავისუფლებს
თარიღი 11 ოქტ 2023, 12:20
მორის სტეინს მალე "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ, ამის მიზეზი 2023/24 წლების სეზონში ამსტერდამული გუნდის უკიდურესად წარუმატებელი შედეგი გახლავთ.

De Telegraaf-ის ცნობით, "აიაქსის" მენეჯმენტისთვის ბოლო წვეთი შაბათს "ალკმაართან" მარცხი აღმლჩნდა. 

ამჟამად, როტერდამის "სპარტას" ყოფილი მწვრთნელის ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. 

სტეინის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ კვირის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.