ავტორიზაცია

ნიკა კაჭარავა ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

ნიკა კაჭარავა ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს
თარიღი 11 Feb 2023, 12:20
29 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ფეხბურთელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ქართველი ფორვარდი ბოლოს სამხრეთკორეული "ჩონამ დრაგონსის" ღირსებას იცავდა, რომელის მაისურით 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გამოცდილი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს: "ცხინვალის", "როსტოვის", "ეთნიკოსის", "კორონას", "ანორთოსისის" და "ლეხ პოზნანის" მაისურს ირგებდა.

ნიკა კაჭარავამ საქართველოს ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.