ავტორიზაცია

ნეიმარი მეზობლებთან კონფლიქტშია

ნეიმარი მეზობლებთან კონფლიქტშია
თარიღი 11 Feb 2023, 11:16
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი მეზობლებთან კონფლიქტშია. მოსახლეობა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ხშირი ხმამაღალი წვეულებებით უკმაყოფილოა.

Le Parisien-ის ცნობით, 31 წლის იუბილეზე, ნეიმარის სასახლეში მუსიკა ძალიან ხმამაღლა უკრავდა. მეზობლები აღშფოთდნენ და პოლიციაში საჩივარი შეიტანეს. 

ბუგივალის მერმა, სადაც ბრაზილიელი ცხოვრობს, თქვა, რომ ფეხბურთელი მეზობლებს პატივს არ სცემს. ის ნეიმარის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას  საზოგადოებრივი წესრიგის განმეორებით დარღვევის გამო აპირებს.